| | ალბათ ხშირად გიწევთ ოპერაციული სისტემის გადაყენება. პრობლემა საკმაოდ მტკივნეულია, საათობით ეკრანთან გატარებული დრო დაგლეჯილი ნერვები და კაცმა არ იცის კიდევ რა, ახლა წარმოიდგინეთ რომ მუშაობთ რომელიმე ფირმაში და სისტემა დასაყენებელია რამოდენიმე ათეულ კომპიუტერზე, რას იზამთ? ამოიხვნეშებთ, უფროსობასთან ქულების დაწერას დაიწყებთ და კრუსუნს მოყვებით თუ საქმის კეთებას შეუდგებით? რაც არ უნდა იყოს გასაკეთებელი, მაინც თქვენია და რაღაზე უნდა იმტვრიოთ თავი მოდით და ამ ავტომატიზაციის ეპოქაში გამოვიყენოთ ისეთი მშვნიერი რამ, როგორიცაა WIndows-ის ავტომატიზირებული ინსტალაცია.დღეს განვიხილავ მხოლოდ Windows XP -ის ინსტალაციას , პირველი, რაც უნდა იცოდეს ამ შემთხვევაში ადმინისტრატორმა, რა პარამეტრებით აყენებს იგი ოპერაციულ სისტემას. რა ოპერაციებს აკეთებს ყველაზე ხშირად და რა ოპერაციებს იმეორებს ადმინისტრატორი სისტემის ინსტალაციისას. პირველი რაც თავში მოგვდის სერიული ნომრის შეყვანა, გასაგებია მიღებულია. შემდეგი ალბათ კომპიუტერების სახელები, ქსელის ჯგუფის სახელი, ქსელის IP მისამართები, რეგიონალური პარამეტრები, ენა, საზომი ერთეული და სხვა მრავალი. აბა, გაგახსენდათ ყველა ეს ოპერაცია რამდენი ათასჯერ გაქვთ შესრულებული? არ გინდათ ცოტაოდენი ცხოვრების გამარტივება? მითუმეტეს რომ თვით Microsoft-ი გვაძლევს ამის საშუალებას.მოკლედ თუ დაინტერესდით ამ საკითხით, ეს სტატია თქვენთვისაა თუ არა და შეგიძლიათ აღარ გააგრძელოთ კითხვა.იმისათვის , რომ აღწერილ სიამოვნებასა და ავტომატიზაციას მივაღწიოთ საჭიროა საინსტალაციო პაკეტისთვის სპეციალური პასუხების ფაილი გავამზადოთ. ამ ფაილში ჩაწერილი იქნება ის ძირითადი პარამეტრები, რაც სისტემამ თვითონ უნდა შეასრულოს და ჩვენ თავი არ უნდა მოგვაბეზროს სხვადასხვა კითხვებით.მაშ ასე, დავიწყეთ. იმისათვის რომ აღწერილი ფაილი შევქმნათ ან უნდა ვიცოდეთ როგორ დავწეროთ ეს ფაილი, ან უნდა ვისარგბლოთ რაიმე პროგრამით რომელიც შესაბამის ფაილს შეგვიქმნის. თვითონMicrosoft ს უყვარს წინასწარ ყველა ასეთი ნაბიჯის გათვლა, მაგრამ რატომღაც ურჩევნიათ არ გაახმაუროს ამ შესაძლებლობის არსებობა, ისევე როგორც მრავალი სხვა შესაძლებლობის არსებობის გახმაურება არ სურთ. მოკლედ იმედია, გაქვთ ნორმალური საინსტალაციო პაკეტი ან დისკი, სულერთია მთავარია საინსტალაციო პაკეტს მოყვებოდეს დამატებითი პაპკები. ყველა სრულ ვერსიას გარდა უკვე ცნობილი I386პაპკისა მოყვება რამოდენიმე პაპკა და ფაილი. ჩვენ ამ შემთხვევაში გვჭირდება პაპკა ..\SUPPORT\TOOLS აქ მოძებნეთ ფაილი DEPLOY.CAB, ეს არის Microsoft-ის არქივატორის მიერ შექმნილი არქივი, მას სისტემა უმტკივნეულოდ ხსნის, ბოლო-ბოლო იმედია WinRAR-ი მაინც გაქვთ დაინსტალირებული სისტემაში, ამიტომაც ორჯერ წკაპი შევიჭერით შიგნით. არქივში დაინახავთ ბევრ ფაილს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ერთადერთი და განუმეორებელი პროგრამა სახელად setupmgr.exe. ჰოდა, რაღას უცდი, ამოიღე არქივიდან ეს პროგრამა. გადმოწერე სადაც სულს გაუხარდება, შემდეგ კი გაუშვი. შედეგად მიიღებ რაღაც ახალ ჯადოქრის ფანჯარას. Wizard-იანი ჯადოსანი მაგი გვეუბნება, რომ მე დაგეხმარები იმ საქმის გაკეთებაში რაც ჩაიფიქრეო, მოდით და უარს ნუ ვეტყვით კეთილ და უხვ წინადადებაზე. დავეთანხმოთ ჯადოქარს და მივაწვეთ NEXT. გამოვა ახალი ფანჯარა, სადაც გვეკითხებიან რა გვინდა, უკვე არსებული ფაილის რედაქტირება, თუ ახლის შექმნა (აქ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, თითქმის ყველა საინსტალაციო პაკეტში იმყოფება ფაილი სახელად UNATTEND.TXT, სწორედ ასეთივეს ვაკეთებთ ახლა ჩვენ, აღიარეთ არც კი გსმენიათ, რომ თურმე გამზადებული პასუხების ფაილიც კი გქონიათ, ასეა, მწარმოებელი არაფერს ამბობს და ჩვენ ხომ არ დაგვესიზმრება : ) სწორედ, ან ამ ფაილის მოდიფიცირებას, ან ახლის შექმნას გვთავაზობს პროგრამა, მოდით ჩვენ ახალი შევქმნათ), აქტიური ისედაც ახლის შექმნა არის და ამიტომაც ეს პუნქტივე დავტოვოთ, ვაჭერთ ხელს ყოვლისშემძლე NEXT-ს ხელს წინ შემდეგ ლეველზე. გავიგოთ რას გვთხოვენ ახლად გამოჩენილ ფანჯარაში. აქ ასარჩევი გვაქვს სამი ვარიანტი: 1. Unattended Installation -ანი ინსტალაცია ყოველგვარი თანხლების გარეშე 2. Sysprep Installation -დისკების დუბლირების სისტემა 3. Remote Installation –ინსტალაციის წაშლა, მოკლედ, დავტოვოთ ავტომატურად არჩეული პირველი პუნქტი, დისკების დუბლირება სხვა დროს განვიხილოთ. ვაჭერთ ისევ NEXT-ს და კიდევ ახალი ლეველი.ახლად გამოჩეკილ ფანჯარაში ვიგებთ, რომ თურმე შეიძლება პასუხების ფაილი შევქმნათ სხვადასხვა სისტემისათვის, თქვენ რომლისთვისაც აპირებთ პასუხების გამზადებას ამოირჩიეთ ის განყოფლება და ჩქარ-ჩქარა, დავაღწიეთ თავი ამ დაწყევლილი ფანჯარას. კიდევ ერთი ფანჯარა, როგორც ჩანს Microsoft -ი თავის სახელს არ ღალატობს : ) კითხვა კითხვაზე გამოდის და ჯერ, ბოლო არ ჩანს, მაგრამ ამ ყველაფერს რომ მოვრჩებით, საბოლოოოდ ამოვისუნთქებთ. მოკლედ დავუბრუნდეთ გამოსულ ფანჯარაში გვეკითხებიან როგორც უნდა ჩაიაროს ინსტალაციამ. არსებობს შესაძლებელი 5 ვარიანტი, ყველას სხვადასხვა დატვირთვა აქვს, მოდით გავიგოთ რომელი რას ნიშნავს 1. Provide defaults- ეს ნიშნავს რომ ინსტალაციის დროს პარამეტრები არჩეული იქნება დეფაულტად, მაგრამ მომხმარებელს შეეძლება მათი რედაქტირება და შეცვლა სხვადასხვა სიტუაციიდან გამომდინარე 2. Fully automated ეს ნიშნავს რომ თვით ბილ გეტსიც კი ვერ შეცვლის ინსტალაციის დროს ვერაფერს და რაც პასუხების ფაილში წერია ის მოხდება. ცვლილება შეუძლებელია, არანაირი კითხვა, შემოთავაზება და ლოდინი , სისტემა თვითონ გააჭრის ბოლოში და ჰომო-კომპიუტერშიკუს მას ამ დროს სულ ცალ ბაიტზე კიდია . 3. Hide Pages ეს წინაზე უარესია : ) ამ დროს საერთოდ ფანჯრებიც კი არ გამოჩნდება და მომხმარებელი იმასაც კი ვერ გაიგებს თუ რა ყენდება და რა პარამეტრებით 4. Read Only მომხმარებელს შეეძლება ნახოს სცენარში დაგეგმილი პარამეტრები მაგრამ შეცვლით კი ვერაფერს შეცვლის. შეუძლია ამ დროს ნერწყვები ყლაპოს : )5 .GUI Attended –ბოლო განყოფილება. ამ დროს ინსტალერი ტექსტურ რეჟიმში შესასრულებელ საქმეს აკეთებს ავტომატურად, მაგრამ გრაფიკულ ინტერფეისში გადასვლისას უკვე მომხმარებელს დაეკითხება თუ რა და როგორ სურს.სტატიის წყარო: ჟურნალი კომპინფო
|