არქ.გამოკითხვა
გიყვარს სკოლა?
(სულ პასუხები: 2316)
რეკლამა
Facebook გვერდი
ბოლო კომენტარები


:D:D::D:D

au magaria uyureT asworebs

შატილის ასულო სჰე მუტელ გადაპარსულო
:დ

რეკლამა
რეკლამა
 

ლექსები Part 1

  • ავტორი: სტუმარი
  • 2024-05-19
"მრავალი წლების ჩამქროლე......
ლექს დავწერ უფრო სევდიანს,
და მოვიგონებ შენს სახეს........
ლამაზს, ნაკვთიანს, სევდიანს,

მთვარიან ღამეს შევხედავ...
ვარსკვლავებს მკრთალად მომნათეს,
და გავიხსენებ ცრემლიანს...
შენს ფერმკრთალ ღაწვზე დალალებს,

ნაწვიმარ ველზე ფეხს შევდგამ....
ბუნებას ვუცქერ დარდიანს,
ბულბულის გალობა მესმის..
შენს ხმას მაგონებს სევდიანს,

ველურ მუქ ვარდებს ვუყურებ...
შენს ბაგესა ჰგავს ნაკვთიანს,
შენი ოცნება ცასა ჰგავს...
ლამაზს, უღრუბლოს,მადლიანს,

ზედ დამცქერიან შორიდან...
ჯიხვნი, არწივნი, კლდისანი..,
ბუნება მწყრალად დამცქერის
ცა არის ქუხილიანი!!!!!

მე მარად ვეტრფი ერთ გოგოს
ნარნარს და კუკულებიანს...,
ლამაზი ქალის დამკარგავს...
ზეცა მექცევა ცოდვიანს....!!!!"





* * *

სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები,
სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები,
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია
ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე
სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს,
სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი
სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი.
სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად
სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ
სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც
სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?!
სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი
სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის
სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა
სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები




* * *
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს
და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს
და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.
და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,
ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.
თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს
მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.
გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,
გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს
და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!





* * *
ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს
განგება ისევ ძალუმად მგოსნობს,
ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს,
ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.

აანთო თეთრი ლამპიონები
და ცას მიაპყრო სხივების კონა
მარადისობის ნათელი ფერით
გამოუცხადა სამყაროს გლოვა

ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო,
და დამავიწყო რაც მიწამია,
მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება
მარადისობის ერთი წამია




* * *
ფიქრი ფიქრის წილ,არ მოგასვენებ...
სევდა სევდის წილ,დარდად გეწვევი...
თვალზე წაგსკდები, ფიქრს დაგისველებ...
ჩაგითრევ ნისლში როგორც მორევი.

მე უდაბნოში მზე ვარ ელვარე,
ტრიალ მინდორზე ვარ ზამთრის სუსხვა.
ვერ შეგიფარებს შენ ვერც სამარე,
ყველგან მოგაწვდენ შხამნარევ სუნთქვას.

და ხსნას ნუ ელი,მე ვარ სასჯელი,
ვეღარ გიშველის მონანიება.
მე ვარ ჯალათი,ვარ მბრძანებელი
და შენთან მოვალ შურისძიებად!..






* * *
ახლა აქ რომ იყო,ჩემთან ერთად
იმდენს გაკოცებდი - დაგახრჩობდი,
მოგეფერებოდი უსასრულოდ
და ჩემი სურნელით დაგათრობდი.
ჩემს ფიქრებს,ოცნებებს გაგიმხელდი,
უსაზგვრო სიყვარულს გაგიყოფდი,
ისე გაგართობდა ჩემთან ყოფნა
გათენებასაც კი ვერ იგრძნობდი
ნეტავ რა მაცოცხლებს რომ არ მყავდე,
უაზროდ ივლიდნენ ალბათ წლები,
როცა ვერ გხედავ და ჩემთან არ ხარ
ძალიან,ძალიან მენატრები.
რა მოხდება ახლა რომ გინატრო,
გინატრო და უცებ გაჩნდე ჩემთან,
ნიავივით ფიქრებს გამოყვე და
მზის ამოსვლას შევხვდეთ დილით ერთად.




* * *
,მე სიყვარული ლოთივით შევსვი
და ახლა ვითვლი დღეებს ფეთიანს,
საოცნებოა კვლავ შენი ბაგე,
შენი თვალები ისევ ღმერთია.
მე ისევ ლექსებს დავემოყვრები
და შენ მოგიძღვნი ფიქრთა ხეტიალს.
რაც იყო,იყო ვერ დაგივიწყე,
ეს განშორებაც მეტისმეტია.
ისევ მარტო ვარ,შენზე ვლოცულობ,
ეს ჩემი ლოცვაც ისევ კენტია."



* * *
ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად
და ნუ დადგები ხატის წინ მარტო,
თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
ნუ ეკითხები იესოს რატომ?
ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს,
მარტო შაბათი ამოირჩიე,
თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს
ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე!
ეკლესიაში იჯდება ქალი,
ხელ გამოცვდილი და მთლად ეული,
გულგრილად მაინც არ ჩაუარო
არ შეიზიზღო მისი სხეული,
ეკლესიამდე ნაბიჯი რჩება,
სანთლის შეწირვა შენი ვალია,
რად გამირბისო ღმერთს ნუ უჩივი,
დაფიქრდი იქნებ შენი ბრალია !!



* * *
როგორ მიყვარდა მწუხრის ჩრდილთა ჩუმი ვედრება,
ჩამავალი მზის ბრწყინვალებით განათებული,
საოცარია დასისხული ცის გათეთრება,
როცა ლაჟვარდში იძირება მზე ანთებული...
მე ავდიოდი ცისფერ კოშკის მარმარილოზე
საფეხურებზე შუქი ენთო ფერად ღვარებად
სისხლი ჰყვაოდა ჰორიზონტის ყვითელ ტილოზე
და ისვენებდა დაქანცული მზის ელვარება....
უცებ მოვარდა ქარიშხალი ზღაპრულ დევებით
და ატორტმანდა მწვანე სივრცე ცეცხლის რკალებად
აივსო ჩემი ბროლის კოშკი ცის ნანგრევებით
და ქარმა სილა მომაყარა ღია თვალებში...
გუგუნებს ქარი და ოცნებაც თვალს ვეღარ ახელს
გაბზარულ მიწას ხშირად უვლის ტანთ ჟრუანტელი
შარავანდედი ეკარგება პოეტის სახელს,
ვაიმე ქრება პოეზიის წმინდა სანთელი....


* * *
თუ არ გამიწყრება მამა ღმერთი
მუზა თუ არა მკრავს ხელს,
თუკი შუაღამეს მკლავებ გაშლილ
მთვარეს დავინახავ მე,
მთვრალი კაცივით რომ დაეთრევა,
ცის გუმბათს ბარბაცით რომ ცვეთს,
თუკი თვალს მივაწვდენ იანვარში
გადაშროშანებულ მთებს,
თეთრი ქალწულივით ამაყ მწვერვალს,
თოვლი ზღაპრულად რომ დევს...
თუკი გაზაფხულზე ვაზის ცრემლი
თმებზე დამეღვრება მე,
ახლად ამოხეთქილ კვირტებზე ხომ მზე
სხივთ ნაწნავებად გრეხს...
თუკი ნაკადული დახატული
რაკრაკით ჩამივლის გვერდს,
თუკი მზიანეთში ურცხვად აჭრილ
ტოროლას ავაწვდენ ხელს,
თუკი გავიგონებ ჭერმის ხითხითს
შეხეთ, ამ ნებიერ ხეს,
ვიცი, ატმის კვირტთა ნაგუბარში
აპრილი დამახრჩობს მე...
თუკი გავბრუვდები ჩემი ნაბოდვარით,
მუზა თუ არა მკრავს ხელს,
მაშინ გამოვტყდები ძალზედ მოკრძალებით,
რომ სიტყვის ლოთი ვარ მე!


* * *
რამდენჯერ მთვარიან ღამეში,
როს აღარ მასვენებს მე ფიქრთა თარეში,
როცა მსურს, ჩაგხედო ეშხიან თვალებში,
გინატრებ საამო ნიავად,
ან ცისკრის ვარსკვლავის იმედის ციალად.
რომ მიალერსებდე კი არა,
უკუნს მინათებდე, მიქცევდე მზიანად!
რამდენჯერ სევდაში ჩაძირულს,
მთვარეს რომ ვუცქერი ცის თაღზე აზიდულს,
მგონია ჩემთან ხარ, განწირულს
ნაღველი მეცლება, უხარის წამით სულს,
ოცნებას გამიკრთობს ბულბული,
ცის ნამი მაფხიზლებს და ფოთოლთ ჩურჩული.
ნუ დარდობ, ცოდვაა ეგ გული,
ის შენი იქნება და შენი ერთგული.
რამდენჯერ, რამდენჯერ, რამდენჯერ!.....


* * *
თვალი-თვალს ხვდა...
და დახატა გრძნობა ერთი,
თვალთახედვამ შეგვაყვარა ერთმანეთი.
ტუჩი-ტუჩს ხვდა...
ცხელი სუნთქვა წვავდა სახეს
ცოდვილივით მიეჯაჭვე ნანატრ ბაგეს.
მკერდი-მკერდს ხვდა...
გამალებით გიცემს გული,
ცხელ სხეულში აფთარივით კივის სული
ფეხი-თეძოს, ხელი-კისერს, თმების ფერი
ერთმანეთში აირია ყველაფერი.
სად თავია და სად ბოლო ვერ მიხვდები
საპასუხოდ ცხელი ბაგის კოცნას ხვდები
გადის ღამე! ვერ გერევა ძილის რული
ამ სიგიჟეს ჰქვია ერთი სიყვარული
ვერ მიხვდები სად თავია და სად ბოლო
არ მთავრდება სიყვარული უთავბოლო...


* * *
თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია

                                                    
რეკლამა მხოლოდ 3 ლარი 1 თვე                  გადმოიწერე: 
                                                                  

                                                      

რეკლამა

რეკლამა მხოლოდ 3 ლარი 1 თვე

კომენტარები

  • კომენტარები ლექსები Part 1
სულ კომენტარები: 0
ჯგუფ  სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დამატების უფლება.

რეგისტრაცია | ავტორიზაცია
MYHIT.IN
ვცდილობთ დავიცვათ საავტორო უფლებები
დიზაინი დარედაქტირდა სპეციალურად HERE.DO.AM ისთვის, ადმინისტრაცია საიტზე განთავსებული მსალა არის უფასო საიტებიდან აღებული საიტის ადმინისტრაცია იხსნის პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული მასალების შესახებ ...