არქ.გამოკითხვა
გიყვარს სკოლა?
(სულ პასუხები: 2317)
რეკლამა
Facebook გვერდი
ბოლო კომენტარები


:D:D::D:D

au magaria uyureT asworebs

შატილის ასულო სჰე მუტელ გადაპარსულო
:დ

რეკლამა
რეკლამა
 

:]]

  • ავტორი: სტუმარი
  • 2025-07-18
ბრილიანტი - Site Name

ბრილიანტი – ალმასი, რომელსაც დამუშავების, ე.წ. ბრილიანტური დაწახნაგების საშუალებით აძლევენ სპეციალურ ფორმას. ბრილიანტური დაწახნაგება მაქსიმალურად გამოავლენს ქვის ბუნებრივ ელვარებას. დაწახნაგებული ბრილიანტი ორი შეთავსებული პირამიდის ფორმისაა, მათგან ერთი (ზედა) წაკვეთილია. გვირგვინისა და პავილიონის წახნაგები განლაგებულია რამდენიმე რიგად. გავრცელებულია წახნაგთა სამრიგოვანი განლაგება (ე. წ. სამმაგი ბრილიანტური დაწახნაგება). კლასიკური დაწახნაგების დროს ბრილიანტს 56 გვერდითი წახნაგი აქვს. წახნაგები იმგვარადაა განლაგებული, რომ სხივთა კონა, რომელიც ქვის ზედაპირს ეცემა, სრულ შინაგან არეკვლას განიცდის და ალმასში მაღალი დისპერსიის გამო სპექტრის ფერად სხივებად იშლება. ამიტომ არეკვლილ სინათლეში ბრილიანტი ნაირფერად ელვარებს. ბრილიანტის მასას ზომავენ კარატებით. დამუშავებულ ქვებს იყენებენ სამკაულად. არსებობს სხვადასხვა ზომის და ფორმის ბრილიანტები:

ბრილიანტი

ფლორენციელი–(იგივე «ტოსკანას დიდი ჰერცოგი» და «ავსტრიის ყვითელი ბრილიანტი») —ევროპული ისტორიის უდიდესი ბრილიანტი, ამჟამად დაკარგული. нიგი იყო ყვითელი ალმასი მწვანის ელფერით. ზომა - 137,45 კარატი.
ბრილიანტის პირველი აღწერილობა ეკუთვნის ჟან ბატისტ ტავერნიეს რომელმაც 1657 წელს დაინახა იგი ფლორენციაში მედიჩის განძეულის სანახავში.მედიჩის შემდეგ ეკუთვნოდა ჰაბსბურგებს. მათი გადაყენების შემდეგ ქვა დაიკარგა და სავარაუდოდ ამერიკაში იყო გადატანილი, სადაც რამდენიმე ნაწილად გატეხეს.

ორლოვის ბრილიანტი – მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ალმასი. აღმოჩენისას ქვა 400 კარატს შეადგენდა. იგი შეიძინა შაჰ–ჯეჰანმა. მან მრავალი პატარა იარუსებად დაწყობილი წახნაგების საშუალებით ქვას ინდური ვარდის ფორმა მისცა. დაწახნაგების შემდეგ ქვა 199,6 კარატამდე შემცირდა. მძიმედ დაავადებული შაჰ–ჯეჰანის მემკვიდრეს, მის უფროს ვაჟს დარაშიკალს სურდა ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნება, ინდუსებთან მშვიდობა, სახელოვან წინაპართა პოლიტიკის გაგრძელება, მაგრამ მუსლიმი მოლები და და დიდებულები შაჰ–ჯეჰანის მეორე ვაჟს, დაუნდობელ ფანატიკოსს აურანზგებს ემხრობოდნენ. ამ უკანასკნელმა აჯობა ძმას, თავისი მეომრებით შევიდა აგრაში, სადაც შეიტყო მამის გამოჯანმრთელების ამბავი.
აურანგზებმა სასწრაფოდ გასცა მამის დაპატიმრებისა და ციხე–სიმაგრეში ჩამწყვდევის ბრძანება და ტახტის მფლობელი შეიქნა. 1665 წელს ახალმა მმართველმა ჟან ბატისტ ტავერნიეს თავისი უძვირფასესი ქვების აღწერის ნება მისცა. ძვირფასი ალმასი ტავერნიეს წიგნში დიდი მუღალის სახელწოდებით იხსენიება. ქვა მოცისფრო–მომწვანო შეფერილობისაა.
გადმოცემის თანახმად, ალმასი კარგა ხნის მანძილზე სერიგაპატამის ტაძარში ბუდას ქანდაკების მესამე თვალს წარმოადგენდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ალმასი მოიპარა ფრანგმა კარისკაცმა, ვინც ტაძარში შეღწევის მიზნით, საგანგებოდ მიიღო მათი რწმენა, მოიპოვა ქურუმის ნდობა და ტაძრის მცველად დაიწყო მუშაობა. ჯარისკაცმა ქვა მადრასში 2 000 ფუნტ სტრელინგად მიჰყიდა ინგლისური ხომალდის კაპიტანს, რომელმაც, თავის მხრივ, ძვირფასი ქვა 12 000 ფუნტად დაუთმო ლონდონში მცხოვრებ ებრაელ ვაჭარს. ამის მერე გარკვეული დროით ალმასის კვალი ქრება.
1767 წელს სომეხმა ვაჭარმა გრიგოლ საფრასმა (შაფრასი) სპარსი მეომრისაგან შეიძინა ალმასი და ამსტერდამის ბანკში დააგირავა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ 125 000 მანეთად მიჰყიდა თავისი მეუღლის ბიძაშვილს, სამეფო კარის იუველირს, სომეხ ივან ლაზარევს (ოვანე ეგიაზარიანი).
1773 წელს ამსტერდამში მყოფმა რუსმა თავადმა გრიგორი ორლოვმა ვაჭარ ლაზარევისგან ალმასი 400 000 მანეთად შეიძინა, ვაჭარს 20 000 მანეთის ოდენობით პენსია დაუნიშნა და დიდებულის წოდების დამადასტურებელი სიგელი უბოძა. გრიგორი ორლოვმა ბრილიანტი 1773 წლის 24 ნოემბერს, ეკატერინე II-ის სახელობის დღის აღსანიშნავად ცარსკოე სელოში გამართულ წვეულებაზე უსახსოვრა რუსეთის იმპერატორს. ორლოვი ამ უძვირფასესი საჩუქრით იმპერატორის გულის მოგებასა და ძველი უფლებების აღდგენას ცდილობდა, მაგრამ დედოფალი კვლავ ახალი ფავორიტის, თავად პოტიომკინის ერთგული დარჩა. 1784 წელს ეკატერინე II-ის ბრძანებით ალმასმა რუსეთის იმპერატორთა კვერთხი დაამშვენა.
ამჟამად ალმასი ორლოვი 199,6 კარატს შეადგენს და მოსკოვის ალმასთა ფონდში ინახება.

მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი ბრილიანტი” The Great Star of Africa”-ა. ის არის 530.20 კარატი, აქვს 74 წახნაგი. ქვა დაცულია ლონდონის კოშკში სხვა საგანძურთან ერთად. ბრილიანტი გამოთლილია 3,106 კარატიანი ბრილიანტის კრისტალისგან. ეს კრისტალი არის უდიდესი, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ. აღმოაჩინეს 1905 წელს სამხრეთ აფრიკაში. ქვა გამოთალა კომპანია: Joseph Asscher and Company of Amsterdam-მა, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში სწავლობდა ქვას, მანამ სანამ ქვას გამოთლიდნენ. საბოლოო ჯამში გამოთალეს 9 დიდი და 96 პატარა ბრილიანტის ქვა. როდესაც აღმოაჩინეს ბრილიანტის კრისტალი, ეგონათ, რომ ეს იყო ერთი დიდი კრისტალის ნაწილი და მისი მეორე ნახევრის პოვნას შეუდგნენ. თუმცა იმედები არ გამართლდა და ვერანაირი მეორე ნახევარი ვერ აღმოაჩინეს.
                                                      

                                                      

რეკლამა

რეკლამა მხოლოდ 3 ლარი 1 თვე

კომენტარები

  • კომენტარები :]]
სულ კომენტარები: 0
ჯგუფ  სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დამატების უფლება.

რეგისტრაცია | ავტორიზაცია
MYHIT.IN
ვცდილობთ დავიცვათ საავტორო უფლებები
დიზაინი დარედაქტირდა სპეციალურად HERE.DO.AM ისთვის, ადმინისტრაცია საიტზე განთავსებული მსალა არის უფასო საიტებიდან აღებული საიტის ადმინისტრაცია იხსნის პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული მასალების შესახებ ...