-ოდეკოლონი შავი ჭირის სამკურნალოდ გამოიგონეს
-ყავით თავის მოკვლისათვის 100 ფინჯანი ყავა უნდა დალიოთ ერთდროულად (იმედია შემოწმებას არ დააპირებთ:))
-ორშაბათობით ხერხემლის დაზიანების 25 პროცენტით და გულის შეტევის 33 პროცენტით მეტი შემთხვევა ხდება, ვიდრე კვირის სხვა დღეებში
-საშუალო ასაკის ადამიანი 2 კვირას თავის სიცოცხლეში შუქნიშნის ფერის შეცვლის მოლოდინში ატარებს
-მძინარე ადამიანის სიმაღლე ერთი სანტიმეტრით მეტია
-პინგვინს შეუძლია სამ მეტრ სიმაღლეზე ახტომა
- თუ 111 111 111 გავამრავლებთ 111 111 111-ზე მივიღებთ 12345678987654321-ს
-მსოფლიოში ყველაზე მეტი საქონელბრუნვა აქვს ბენზინს, მეორე ადგილზეა ყავა
-ზოგიერთი კბილის პასტის შემადგენლობაში ანტიფრიზი შედის
-როდესაც გორილა ბრაზობს, ის ენას ყოფს
-მსოფლიოს არც ერთ ენაში არ არსებობს მუხლის მეორე მხარის აღმნიშვნელი სიტყვა
-მაკრატელი ლეონარდო და ვინჩიმ გამოიგონა
-ყოველ წუთს დედამიწაზე 2 მიწისძვრა ხდება
- ”ნურასოდეს დაგეგმავთ თვითმკვლელობას ცუდ ამინდში”, ხუმრობენ ნიუ-იორკელები მას შემდეგ, რაც მათი ერთ-ერთი თანამოქალაქე თავის მოსაკლავად ”ემპაირ სტეიტ-ბილდინგის” 86-ე სართულიდან გადმოხტა, მაგრამ ძლიერმა ქარმა კი ისევ უკან, 83-ე სართულის ღია ფანჯარაში შეაგდო