არქ.გამოკითხვა
გიყვარს სკოლა?
(სულ პასუხები: 2317)
რეკლამა
Facebook გვერდი
ბოლო კომენტარები


:D:D::D:D

au magaria uyureT asworebs

შატილის ასულო სჰე მუტელ გადაპარსულო
:დ

რეკლამა
რეკლამა
 

ლექსები

  • ავტორი: სტუმარი
  • 2025-07-18

ეს დროც მალე მოვა ...

 

როდის დავდინჯდები?
ალბათ არასოდეს....
ანდა შეიძლება მაშინ,
როცა ცის სილურჯე აღარ გამაოცებს,
გული არ გამიწევს ქარში.
-როდის დავბერდები?
როცა დროს გაჰყვება
ყოვლისწამლეკავი ეჭვი,
როცა გზად მიმავალს
თვალს არ გამაყოლებს
ვინმე ორბისთვალა ბიჭი,
როცა არაფერი აღარ გამაოცებს,
-როცა დავბერდები,მაშინ?
დიდი არაფერი....
მიწას დავტოვებ და
ჩუმად ავფრინდები ცაში...

 

.....................................................

 

მოვა დრო.

 

მოვა დრო... ღამე მოგენატრები,
ქუჩაში დღისით მოგელანდები,
შენც მოგაწვება გულზე დარდები
და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები.
ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე,
არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე....
მოვა საღამო და მოვა ღამე,
შენც ნახავ სევდით გავსებულ მთვარეს,
იმ მთვარის შუქზე დახუჭავ თვალებს
და მოიგონებ სანატრელ წამებს,
სანატრელ წამებს შეამკობ დარდით,
და ატირდება ეგ გულიც ნატვრით,
ნატვრით გაიგებ რა იყო ფარსი,
რომ ჩვენ სიყვარულს არ ედო ფასი

 

...........................................................

 

საღამო....

 

თვალი თევზივით დავამარილე,
მლაშე ცრემლები მიახმა ლოყას,
დგას ღვთისმშობელი, ვით მარმარილო,
სანთლებს ვედრება ხატებთან მოჰყავს.
წმინდანებს თითქოს სიყვარულს უხნის,
ისე გულწრფელად ლოცულობს ბერი,
სამრეკლოს შერჩა თებერვლის სუსხი
მკაცრი ტყემლების ყვავილის ფერი.
ქარმა გაჩეჩა მატყლივით ქუჩა
ლამაზ ქალწულთა გაშლილი თმებით,
სკდება აპრილი, როგორც ალუჩა
და სიმპათიურ საღამოს ვხვდები…

 

...............................................................

 

მე ახლა მივხვდი...

 

მე ახლა მივხვდი, რატომ სვამენ კაცები ღვინოს,
თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს,
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის
დათვრებიან და,სულ ბახუსის ფრთებით დადიან.
დამისხით ღვინო,ეგებ ვიგრძნო ძალა ამ ღვინის
თამბაქოს კვამლმა ეგებ ღამე გამათევინოს,
დამალევინეთ,გევედრებით,დამალევინეთ,
და თუნდაც ერთი სადღეგრძელოც არ მათკმევინოთ.
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს
და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით,
შენი სიცოცხლე სადღეგრძელოდ მინდა დავლიო
და სული შენი შევისუნთკო რუხი კვამლივით.

 

......................................................................

 

ისევ მიყვარხარ...

 

ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ,
გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო,
შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან,
რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო.
გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით,
მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ,
ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე,
განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას?
დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ,
და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა,
მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი
და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა.

                                                      

                                                      

რეკლამა

რეკლამა მხოლოდ 3 ლარი 1 თვე

კომენტარები

  • კომენტარები ლექსები
სულ კომენტარები: 0
ჯგუფ  სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დამატების უფლება.

რეგისტრაცია | ავტორიზაცია
MYHIT.IN
ვცდილობთ დავიცვათ საავტორო უფლებები
დიზაინი დარედაქტირდა სპეციალურად HERE.DO.AM ისთვის, ადმინისტრაცია საიტზე განთავსებული მსალა არის უფასო საიტებიდან აღებული საიტის ადმინისტრაცია იხსნის პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული მასალების შესახებ ...